სამაჩაბლოდან სამხრეთ ოსეთამდე
გეგმა და გამოყენებული ლიტერატურა:
1. შესავალი.
ა. სონღულაშვილი „ოსების ჩამოსახლება
საქართველოში და მათი განსახლების არეალი“
ქსე ტ.მე-6
2. ვინ არიან ოსები?
ლ. ჯანიაშვილი : „საქართველოში მიგრაცია
ქართულსა და რუსულ(ოსურ) მეცნიერებაში
რ. თოფჩიშვილი: „როდის დასახლდნენ
ოსები საქართველოში“ ისტორიულ-შემეცნებითი ჟუნალი „ისტორიანი“ 2012 წლის N3-4
რ. თოფჩიშვილი: „საქართველოში ოსთა
ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები“ თბილისი. 1997 წ.
ა. ალემანი: „ ალანები ძველ და შუასაუკუნეების
წერილობით წყაროებში“ (რუსულ ენაზე) მოსკოვი. 2003 წ.
ზ.ჭიჭინაძე: „ოსების ჩამოსახლება ქართლის ქართველების
ამაგი და ღვაწლი მათზე“.
ქ. ს. ე. ტ.მე-7
3.
ოსების
ჩამოსახლება საქართველოში
ჯუანშერი : „ ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“.
ქართლის ცხოვრება ტ.2 თბილისი, 2012 წ.
Ванеев
З.Н „Избранные работы
по истории осетинского народа“
ვახუშტი ბაგრატიონი: „საქართველოს
სამეფოს აღწერა“. ქართლის ცხოვრება ტ.5თბილისი, 2012 წ.
გ. ჩიქოვანი „დასავლეთ საქართველოში
ოსთა ჩასახლების საკითხისათვის(რაჭა)
ვ. აბაევი „ ოსური ენა და ფოლკლორი“
(რუსულ ენაზე)
მ.ლორთქიფანიძე,დ.მუსხელიშვილი, რ.მეტრეველი
„საქართველოს ისტორია“ ტ. მე-2 თბილისი,
2012 წ.
ნ. ბერძენიშვილი „საქართველოს ისტორიის
საკითხები“ ტ. მე-2 , თბილისი, 1965 წ.
4. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია
ა.ბენდიანიშვილი, ა.დაუშვილი, მ.
ნათმელიძე „ საქართველოს ისტორია, ტ. მე-4
თბილისი, 2012 წ.
ინტერნეტი
5. დავკარგეთ... დროებით... ვაი თუ არა?
ა.ბენდიანიშვილი, ა.დაუშვილი, მ.ნათმელიძე „ საქართველოს ისტორია“ ტ. მე-4 თბილისი,
2012
ნ.ასათიანი, მ.ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი
და სხვ. „საქართველოს ისტორია“ მე-9 კლასის სახელმძღვანელო, ბაკურ
სულაკაურის გამომცემლობა, 2012 წ.
ინტერნეტი
6. დასკვნა
შესავალი
ქართველი თანამემამულენი
სამშობლოს მიწა-წყლისადმი დაუფიქრებელი დამოკიდებულებით, ხშირად, უწყობდნენ ხელს უცხო ტომელებზე მის გასხვისებას. მიზერულ თანხებად
ნაყიდ მიწებზე დასახლებულ გადამთიელთ ქვეყნის მფლობელების პრეტენზიები უჩნდებოდათ.
„ ასე იკარგებოდა ეროვნული თვითმყოფადობის მაჩვენებელი უპირველესი საყრდენი „მამული“,
რომელიც შემდეგ მომდევნო ორის_ „ენისა“ და „სარწმუნოების“ დაკარგვის რეალურ შესაძლებლობას
ქმნიდა. ამიტომ იყო, რომ ხიზნად მოსული ჯაყოები და კარაპეტები ჩვენი ეროვნული ღირსების
ყველა კუთხე-კუნჭულს თავხედურად შეურაცხყოფდნენ, რომ ცა ქუდად არ მიაჩნდათ და დედამიწა
ქალამნად“.1
მიუხედავად
იმისა, რომ ჯერაც მოუგვარებელი გვაქვს კონფლიქტები ოსებთან და აფხაზებთან, ქართველები
კვლავ აგრძელებენ ნოყიერი მიწების გადაცემას ინდოელებზე, ჩინელებზე, ირანელებზე, არაბებზე...რა
იქნება საუკუნეების შემდეგ, თუ ასე გავაგრძელებთ, ადვილი წარმოსადგენია...
სამაჩაბლო — ფეოდალური საქართველოს ერთ-ერთი სათავადო. წარმოიშვა XV საუკუნის დასაწყისში მდინარე ლიახვის შუა და ზემო წელზე, ისტორიულ აჩაბეთისხევში. სამაჩაბლოს რეზიდენცია იყო აჩაბეთი, ხოლო საგვარეულო საძვალე-სამარხი — თირის მონასტერი და საბაწმინდა. ეკლესიურად ექვემდებარებოდა ნიქოზის საეპისკოპოსოს.
გვარი „მაჩაბელი“ შემდეგში
დაიყო ზაალიშვილებად, გიორგიშვილებად, რევაზიშვილებად, ბორტიშვილებად. მაჩაბლები ქართლის
სამეფოს თვალსაჩინო პოლიტიკური, სამხედრო და კულტურის მოღვაწენი იყვნენ. იასე მაჩაბელი
1752 წელს ერეკლე მეორემ ელჩად გაგზავნა ყაბარდოში სამხედრო დახმარების მიღების
მიზნით; ივანე მაჩაბელი ახალი ქართული სალიტერატურო ენის ერთ-ერთი
ფუძემდებელი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე, ილია ჭავჭავაძის
თანამებრძოლი და სხვები.
სამაჩაბლო გაუქმდა 1850 წელს, როდესაც მაჩაბლებსა და ყმა ოსებს შორის გამწვავებული კლასობრივი ბრძოლის გამო სენატის დადგენილებით მაჩაბელთა 2000 კომლი ყმა სახაზინო უწყებას გადაეცა.
ვინ არიან ოსები?
„ ოსეთის ისტორიის შესახებ, ისევ და ისევ თუ არის
დარჩენილი მასალები, ამას ისინი უნდა უმადლოდნენ ქართულ მემატიანეებს და საქართველოს
ისტორიის წყაროებს. ოსები ვალდებულნი არიან ზნეობრივად, რომ ქართველ ერს და მათს ისტორიას
ისე აუცქირონ, როგორც თავიანთ ძვირფას საუნჯეს, თორემ თუ მათ ქართველები გადაიმტერეს
და ქართლი აიკლეს, მაშინ მათ კარგად უნდა იცოდნენ, რომ იგინიც ისე გაჰქრებიან საქართველოს
ისტორიის ასპარეზზე, როგორც გაქრა ერთ დროს ქალაქი ჟინვალი და აქ მცხოვრები ოსების
ავკარგიანობა და ისტორიული ცნობებიც“. _ წერდა ზ. ჭიჭინაძე 1916 წელს.
ოსები(საკუთარი
სახელწოდება ირონი, ოსეთის დასავლეთში _დიგორონი)_ ერი; ლაპარაკობენ ოსურ ენაზე, რომელიც
შედგება ირონული და დიგორული დიალექტებისაგან და განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის
ირანულ ენათა ჩრდილო-აღმოსავლურ ენათა ჯგუფს. ოსი ხალხის ჩამოყალიბება ძვ.წ.მე-8-მე-7
საუკუნეებში დაიწყო, როცა კავკასიაში გამოჩნდნენ სკვითურ-სარმატულ-ალანური ტომები,
რომლებიც შეერივნენ კავკასიის აბორიგენულ მოსახლეობას და მოახდინეს მათი ენობრივი ასიმილაცია.
მე-10-მე-13
საუკუნეებში ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში შეიქმნა ოსეთის ძლიერი სახელმწიფო.
მე-13-მე-14 საუკუნეებში თათარ-მონღოლთა და თემურ ლენგის შემოსევათა შედეგად, ბარის
მოსახლეობამ კავკასიონის ხეობებში გადაინაცვლა და ჩამოყალიბდა თაგურის, ქურთათის, ალაგირის
და დიგორის საზოგადოებები. მე-6 საუკუნიდან ოსებში გავრცელებას იწყებს ქრისტიანობა
(თუმცა მმართველი კლასის რელიგიად მე-9 საუკუნიდან იქცა). მე-17-მე-18 საუკუნეებში
ოსების მცირე ნაწილმა ისლამი მიიღო. ოსების ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება
და მეცხოველეობა, აგრეთვე მისდევდნენ ნადირობას და მეფუტკრეობას. განვითარებული იყო
ძვალზე და ხეზე კვეთა, ლითონის მხატვრული დამუშავება, ქარგვა და სხვა. შექმნეს მდიდარი
ხალხური სიტყვიერება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოსური ნართების გმირული ეპოსი.2
ირანულენოვან
ალანების უშუალო შთამომავლებს მიაკუთვნებს ოსებს, როლანდ თოფჩიშვილიც, რომელიც იზიარებს
საბჭოთა მეცნიერების მოსაზრებას ალან-ოსების ეთნოგენეზის საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ,
მათი საბოლოო ჩამოყალიბება მოხდა არა კავკასიაში _ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის
შედეგად, არამედ შუა აზიაში_არალისპირეთში. პირველად ისინი ძვ. წ. მე-2 საუკუნის ჩინურ
წყაროებში არიან მოხსენებული. ამ წყაროთა თვალსაწიერი კი კასპიის ზღვის აღმოსავლეთ
მონაკვეთს არ სცილდებოდა.3 ოსთა წინაპარი ალანების შესახებ მოთხრობილია
კატალონიელი მეცნიერის აუგუსტ ალემანის წიგნში,რომელმაც ალანებისა და მათი მონათესავე
ტომების შესახებ მსოფლიოში არსებული ყველა ენოვანი წყარო მოიძია, თარგმნა და სათანადო
კომენტარებით გამოსცა. 2003 წელს წიგნი რუსულადაც ითარგმნა(„ალანები ძველ და შუა საუკუნეების
წერილობით წყაროებში”). ალემანის გამოკვლევა ეყრდნობა ადრეული და შუასაუკუნეების ლათინურ,
ძველ ბერძნულ, სომხურ, კატალონურ,არასრულყოფილად, ქართულ, ებრაულ, მონღოლურ, ირანულ,
ჩინურ, სირიულ და რუსულ წყაროებს. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს სიახლოვეს მთელი
ადრე შუა საუკუნეების მანძილზე ალანები(ოსები) არ მკვიდრობდნენ. მათი სამომთაბარო არეალი
ევრაზიის სივრცე იყო, ვოლგასა და აზოვის ზღვის მონაკვეთში მომთაბარე ალანები მე-4 საუკუნის
70-იან წლებში ჰუნებმა გაანადგურეს, გადარჩენილთა ნაწილი ჰუნებს დასავლეთში გაჰყვა,
ხოლო ნაწილმა ჩრდილოეთ კავკასიის
ველებში ჩამოინაცვლა, სადაც ბინადარ ცხოვრებაზე გადავიდნენ,
შექმნეს სახელმწიფო და ამ დროიდან ანუ _ახ. წ. მე-5 საუკუნიდან ქართულ სახელმწიფოს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა
ალანებთან (ოსებთან). ამ დროიდან ერქმევა საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში
------------------
1. ზ.ჭიჭინაძე:
„ოსების ჩამოსახლება ქართლის ქართველების ამაგი და ღვაწლი მათზე“.
2. ქ. ს. ე. ტ.მე-7
3. რ.თოფჩიშვილი: „როდის დასახლდნენ ოსები საქართველოში“
გადასასვლელს
„დარიალი“, რაც ირანული სახელია და არა ალან-ოსური. ჰუნთა შემოსევების
შემდეგ, ისინი
არა მხოლოდ ჩრდ. კავკასიის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში სახლობდნენ, არამედ თანამედროვე
ყარაჩაისა და ბალყარეთის ტერიტორიაზეც. გვიანი შუა საუკუნეების დიგორის ხეობაში მცხოვრები
ოსები სწორედ ძველი შემოსახლებული ალანების
შთამომავლები
არიან. მე-13-მე-14 საუკუნეებიდან ალან ოსები სწორედ აღნიშნულ სამ
ხეობაში (ალაგირში,
ქურთაულსა და თაგურში) სახლდებიან.1
ანტიოქიელი მწერლის ა.მარცელინის მიხედვით, ალანების
განსახლების არეალი შავი და კასპიის ზღვების
ჩრდილოეთ მონაკვეთია. ამ ვრცელ ტერიტორიაზე მომთაბარეობდნენ ისინი. ალანები მომთაბარეები
იყვნენ და მიწას არ ამუშავებდნენ. მათი ნაწილი კი, საერთოდაც, შემგროვებლობით ცხოვრობდა.
არ ჰქონდათ საცხოვრებელი სახლები და მათთვის საცხოვრებლის ფუნქციას ჩარდახიანი ურმები_კიბიტები ასრულებდა. საითკენაც არ უნდა წასულიყვნენ, იქ იყო
მათი მშობლიური სახლი. ა.მარცელინის დახასიათებით: „თითქმის ყველა ალანი მაღალი და
ლამაზი შესახედაობისაა, თმები აქვთ ქერა, გამოხედვა _მრისხანე, თუმცა არც თუ ისე საშიში.
შეიარაღების სიმსუბუქის გამო, ძალიან მოძრავნი არიან; ყველაფერში ჰგვანან ჰუნებს, მაგრამ
თავიანთი წეს-ჩვეულებებით და ცხოვრების წესით რამდენადმე რბილნი არიან. ყაჩაღობისას,
ავაზაკობისას და ნადირობისას ისინი სომხეთსა და მიდიამდე მიდიან“. 2რწმენა-წარმოდგენით
ალანები წარმართები იყვნენ. მათი სალოცავი მიწაში ჩარჭობილი მახვილი იყო, რასაც მოწიწებით
ეთაყვანებოდნენ და რომელსაც იმ ქვეყნის მფარველად თვლიდნენ, სადაც ისინი მომთაბარეობდნენ.
30 საუკუნეს მოიცავს ოსების ისტორია, „რია
ნოვოსტის“ ჟურნალისტის ტატიანა გეორგიევას აზრით. მისი თქმით, ძვ.წ. მე-4 საუკუნის
40-იანი წლებისათვის სკვითების მეფემ ათეიმ დაასრულა სკვითების სახელმწიფოს გაერთიანება
აზოვიდან დუნაიმდე. სკვითების სამეფო გაანადგურეს გოთებმა ხალხთა დიდი გადასახლების
დროს, მაგრამ სკვითების კვალი არ გამქრალა. სუსტი ნახევრად მომთაბარე სკვითო-სარმატების
ერთობიდან გამოეყო ენერგიული ალანები და გაიფანტნენ სხვადასხვა მხარეში. ასე მოხვდა
მათი ერთი ნაწილი კავკასიონის მთიანეთში, სადაც დასახლდა და ადგილობრივ ეთნოსებთან
ერთად, საფუძველი დაუდო ალანების ადრეფეოდალურ სახელმწიფოს.3
___________
1.
ა.ალემანი : „ ალანები ძველ და შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში“(რუსულ ენაზე)
2.
ლ. ჯანიაშვილი „საქართველოში მიგრაცია ქართულსა და რუსულ(ოსურ)
მეცნიერებაში“
3.
ინტერნეტი
ოსური წარმომავლობის მეცნიერთაგან, ოსთა
ეთნოგენეზისა და სამხრეთული მიგრაციების შესწავლის პირველი ცდა ზ. ვანეევის სახელს
უკავშირდება. სწორედ ვანეევის მოსაზრებები იქცა დღევანდელი ოსური ისტორიოგრაფიის ამოსავალ
პრინციპად. თუმცა თავად ვანეევის კონცეფციამ ამ საკითხებთან დაკავშირებით რამდენჯერმე
განიცადა ცვლილება. ზ. ვანეევი კრიტიკის გარეშე ღებულობდა სენ მარტენის დებულებას ოსთა
სამხრეთ კავკასიაში ქრისტეს დაბადებამდე მე-3 საუკუნეში შემოსვლის შესახებ. იგი მიუთითებდა
ოსებისა და დვალების იგივეობაზე. მართალია,
მას საქართველოში ოსების მასობრივი ჩამოსახლების პერიოდად მე-15-მე-16 საუკუნეები მიაჩნდა,
მაგრამ მათი და დვალების გაიგივება საშუალებას აძლევდა ემტკიცებინა, რომ ეთნიკური სურათი
შიდა ქართლის ჩრდილო ნაწილში ამ მიგრაციის შედეგად არ შეცვლილა და დვალეთს ოსთა უძველეს
საცხოვრისად აცხადებდა.
4 ოსებსა და დვალებს აიგივებდა ვახუშტი
ბაგრატიონიც. იგი აღნიშნავდა, რომ ოსებს „ენა
აქვთ ძველი, დვალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად“. 1 დვალები, ვ. გამრეკელის
მოსაზრებით, ზანური წარმომავლობის უნდა ყოფილიყვნენ, ზანები ქართველური ენის წარმომადგენლები
იყვნენ. ქართველ ავტორთაგან დვალთა ეთნიკური წარმომავლობის საკითხს შეეხო ბ.გამყრელიძეც.
მას მიაჩნდა, „რომ დვალეთი ძველთაგანვე ეთნიკურად, კულტურულად, ადმინისტრაციულად ქართული
სამყაროს შემადგენელი ნაწილი იყო“. კ. ხარაძე,
შიდა ქართლის ტოპონიმების კვლევისას, აღნიშნავდა, რომ ტოპონიმი დვალეთი ქართული წარმოშობისაა.
_ეთ ქართული სუფიქსია, ხოლო დვალი და დვალიშვილი საქართველოში ფართოდ გავრცელებული
გვარებია. 2
წინა საუკუნის 80-იან წლებამდე ოსი ავტორები იძულებულნი იყვნენ ეღიარებინათ,
რომ შიდა ქართლი წინამონღოლურ ხანაში დვალებით
და ქართველებით იყო დასახლებული. პირველი ოსური დასახლებები კი მე-14 საუკუნეში გაჩნდა.
ხაზი აქვს გასმული იმასაც, რომ ეს რეგიონი ყოველთვის ქართველთა კონტროლირებადი ტერიტორია
იყო.
რაც შეეხება
ეთნონიმს-„ალანი“, ამ საკითხით თავის დროზე
დაინტერესებული იყო ა. ალემანიც. როგორც ირკვევა,
ამ სახელით მათ იცნობდნენ როგორც დასავლური, ისე, აღმოსავლური წყაროები. ერთ-ერთი მონაცემით
ტერმინს „ალანი“ თურქულ-მონღოლური ახსნა აქვს და აღნიშნავს „მთას“. მკვლევარ ჰარმატის
მონაცემებით, თურქმენეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში დღესაც ცხოვრობს ტომი, რომლებიც გადმოსახლებული
არიან მანგიშლაყის ნახევარკუნძულიდან, სადაც იყო ციხე-სიმაგრე „ალან-ლაყა“. ა.ალემანი,
თავის ნაშრომში,
___________
1.
ა.ალემანი : „ ალანები ძველ და შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში“(რუსულ ენაზე)
2.
ლ. ჯანიაშვილი „საქართველოში მიგრაცია ქართულსა და რუსულ(ოსურ)
მეცნიერებაში“
3.
ინტერნეტი
მოიხსენიებს ტერმინ „ასის“. ლათინურ წყაროებში დღევანდელი
ოსების სავარაუდო წინაპრებად დასახელებულნი არიან: ალანები, აორსები და როქსოლანები.
იგივე ლათინური წყაროები, მოგვითხრობენ, რომ ალანები რომის იმპერიის დაქირავებულ მებრძოლთა
შორის იყვნენ და ისინი ჩრდილოეთ იტალიასა და ესპანეთში ლაშქრობდნენ. 1ყველა წყაროდან კარგად
ჩანს, რომ ოსთა წინაპრებად მიჩნეული ალანები საქართველოდან ძალიან შორს ცხოვრობდნენ.
ოსების ჩამოსახლება საქართველოში
ოსთა საქართველოში მიგრაციის თაობაზე წერილობითი წყაროების
სიმწირის გამო,იყო თვალსაზრისი, რომ ირანულენოვანი ოსები ჩრდილო კავკასიური ველებიდან
გამოაძევეს თავდაპირველად ხაზარებმა, ხოლო შემდეგ, თურქულმა ტალღებმა. გადავიდნენ რა,
კავკასიის ქედზე, ოსები ხვდებოდნენ ნახური და ქართველური მოდგმის ხალხებს, რომელთან
შერევის შედეგადაც სათავე დაედო „ოსი“ ხალხის ჩამოყალიბებას.
მე-13
საუკუნემდე, ალან -ოსებთან საქართველოს ურთიერთობას ძირითადად სამხედრო- პოლიტიკური
ხასიათი ჰქონდა, რაც ერთობლივ ლაშქრობებში ან პირიქით, სამხედრო დაპირისპირებაში იყო
გამოხატული.
როგორც ვახტანგ გორგასლის ქართველი მემატიანე_
ჯუანშერი მოგვითხრობს: „ მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგი წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი
სპანი ურიცხუნი მოტყუენეს ქართლი თავითგან მტკურისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრნეს
ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, თვნიერ კასპისა. ხოლო ქალაქი კასპი შემუსრეს და
ტყვე ყვეს , და წარიყვანეს დაი ვახტანგისი მირანდუხტ...ჩავლეს რანისა და მოვაკანისა(ქუეყანა), წარტყუენეს
იგიცა და განვლეს კარი დარუბანდისა ... და შევიდნენ ოვსეთს გამარჯვებულნი“.4 ეს ამბავი დაახლოებით
448 წელს უნდა მომხდარიყო. ჰუნებს, როგორც ჩანს, ალან-ოვსთა დიდი ტალღაც შემოჰყოლია
და ამიტომაც ქართველების მეხსიერებას იგი „ოვსთა“ შემოსევად შემორჩა.
როგორც ირკვევა,
ვახტანგ გორგასალი ირანიდან სამშობლოში 466 წელს დაბრუნდა . ცხადია, სამშბლოში დაბრუნებული
მეფის უპირველესი საზრუნავი გადამთიელთა დამორჩილება და „ივერიის კარის“ (დარიალანის)
ხელში მტკიცედ დაჭერა უნდა ყოფილიყო. ამიტომ ვახტანგმა გადაწყვიტა ოვსთა წინააღმდეგ
გალაშქრება. ვახტანგ გორგასალი „ წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა, მაშინ მეფეთა
ოვსეთისასა შეკრიბნეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით და მოეგებნეს მდინარესა
_____________
1. Ванеев З.Н „Избранные работы по
истории осетинского народа“
2. ვახუშტი
ბაგრატიონი: „საქართველოს სამეფოს აღწერა“. ქართლის ცხოვრება ტ.5
3. ლ.ჯანიაშვილი.
დასახელებული ნაშრომი
4. ა.
ალემანი. დასახელებული ნაშრომი
ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა...
და დაიბანაკეს ორთავე სპათა ამიერ და იმიერ მდინარე თერგისა“.1
საბოლოოდ
დიდი ბრძოლა მოხდა დარიალის ხეობაში, რომელიც ვახტანგ მეფის გამარჯვებით დამთავრდა.
ჯუანშერი გადმოგვცემს: „ მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნეს და
ტყუე იქმნეს, ხოლო უმრავლესსი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპ-ყრეს...“2 ქართლის
მეფემ დამორჩილა ოსები, დარიალის კართან ააგო სასაზღვრო კოშკები და დააყენა მცველებად
მთიელები. ამით ვახტანგ გორგასალმა იხსნა ქართლი ჩრდილო კავკასიელთა შემოსევებისაგან.
არაკეთილმეგობრული
ურთიერთობები აკავშირებდა ალან-ოსებს ეგრის აფხაზეთის- სამეფოსთან, რომელსაც ოსები
ჩრდილოეთიდან ესაზღვრებოდნენ(დასავლეთით ის მოიცავდა დღევანდელი ჩერქეზეთის ტერიტორიას
ზელენჩუკის რაიონის ჩათვლით). მე-7 მე-8 საუკუნეებში ალანებს იყენებდა ბიზანტია და
ისინიც უტევდნენ დასავლეთ საქართველოს. მათი შემოტევებისაგან თავდაცვის მიზნით, აფხაზეთის
ხელისუფლება მდინარეების ბზიფისა და კოდორის ხეობებში ციხესიმაგრეებს აგებდა. მაგრამ მე-9_მე-10 საუკუნეებში თავად გადავიდა შეტევაზე
და საბოლოოდ ოსები თავის მოკავშირეებად აქცია. ბიზანტია იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები
ოსეთში, სადაც დამყარდა ეგრის-აფხაზეთის პოლიტიკური და კულტურული გავლენა. მე-9 საუკუნეში
ოსები ზურგს უმაგრებდნენ აფხაზთა სამეფოს მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. არაბთა წინააღმდეგ
ბრძოლაში დამარცხებული აფხაზთა მეფე კონსტანტი მე-3( 893-922) დვალეთის გზით გადადის
ოსეთში და იქ აფარებს თავს. აფხაზთა სამეფოსა და ოსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზაცია
მე-8 საუკუნის 20-იან წლებში უნდა მომხდარიყო. აფხაზთა სამეფოს ალანებთან ურთიერთობის
თვალსაზრისით დიდი მნიშვენელობა ენიჭება ალანთა შორის ქრისტიანობის გავრცელებას. ოსთა
გაქრისტიანება მე-10 საუკუნეში წარიმართა.
ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღვის აფხაზთა მეფეს გიორგი მე-2-ს (922-975), რომელიც
უშუალოდ მონაწილეობდა ალანთა მთავრისა და მისი ახლობლების ნათლობაში და მადლობაც მიუღია
კონსტანტინეპოლის პატრიარქის_ ნიკოლოზ მისტიკოსისაგან.3 აფხაზთა მეფეები
ქრისტიანობის გავრცელებითაც ცდილობდნენ თავიანთი გავლენის განმტკიცებას ოსებზე, რისი
დასტურიცაა მე-9_მე-10 საუკუნეების ქართული ეკლესიები დასავლეთ საქართვე-ლოდან ოსეთში
მიმავალ გზებზე; აგრეთვე ქართული ხუროთმოძღვრების
მნიშვნელოვანი ძეგლი მდ. ტებერდის ხეობაში.
დავით
აღმაშენებლის და გიორგი მესამის პერიოდიდან, როდესაც ოსები ყმადნაფიცები გახდნენ და
დაიწყო დინასტიური ქორწინებებიც, ქართულ-ოსური
ურთიერთობი კეთილმეგობრული გახდა, მაგრამ ოსების
მასობრივი მიგრაცია საქართველოში, წყაროებში არ ფიქსირდება.
__________
1.
ჯუანშერი : „ ვახტანგ გორგასლის ცხოვრება“. ქართლის
ცხოვრება ტ.2
2.
იგივე
3.
მ.ლორთქიფანიძე,დ.მუსხელიშვილი, რ.მეტრეველი „საქართველოს
ისტორია“ ტ. მე-2
ქართული
წყაროების თანახმად, ოსების პირველი მასობრივი შემოსვლა დავით მე-7 -ის მეფობის პერიოდში
მომხდარა. როდესაც ბერქა ყაენისაგან ლტოლვილი ოსები, ქართულ სამეფო კარს საქართველოში
დმანისისა და ჟინვანის მიდამოებში დაუსახლებია.
ოსების საკითხი მწვავედ მდგარა დავით
ულუს შვილიშვილის, დემეტრე მეორის ვაჟის_ დავით მე-8 -ის გამეფებისას. 1293 წელს, როდესაც
დავით მეფე ქეღათუ ყაენს ბიზანტიაში ლაშქრობაში ეხმარებოდა, ოსებს დაუწყიათ ქართლის
რბევა და აოხრება, გორი აუღიათ და იქ დამსხდარან.
ქართველი ჟამთააღმწერელი გადმოგვცემს: „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად
და ტყუევნად ქართლისა, და ქალაქი გორი წარტყუენნეს და თავისად დაიჭირეს ოვსთა...“ 1ოსების ასეთი თითნებობის წინაარმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ქართლის ერისთავთ ერისთავი ბექა
სურამელის ძე, ჰამადა, რომელმაც ოსების მიერ დაკავებულ გორს ალყა შემოარტყა. როდესაც
გორის ციხეში მყოფ ოსებს გაუჭირდათ, ფარულად კაცი გაუგზავნეს მონღოლებს დახმარების
თხოვნით. მონღოლებმა მაშინვე ოსების მხარე დაიჭირეს და არ მისცეს ქართველებს იმის საშუალება,
რომ ოსები გაეძევებინათ. როგორც ჟამთააღმწერელი წერს, მონღოლები „ჩამოდგეს შუა, შუელა
ქმნეს და ზავი და მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა“. 2 მონღოლების
მხარდაჭერით გათამამებულმა ოსებმა კიდევ უფრო გააძლიერეს მოსახლეობის აწიოკება.
ქართული
ფეოდალური საზოგადოების თითოეული კლასი თუ ფენა თავისი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა
პოზიციებიდან უდგებოდა ოსთა გადმოსახლების საკითხს. მეფეს მათი საწინააღმდეგო არაფერი
ექნებოდა, თუ ისინი მას „კეთილად ემსახურებოდნენ“. მონღოლთა შემოსევებმა ქვეყნის მოსახლეობა
საგრძნობლად შეათხელა. მეფეს შეეძლო ოსები თავისი ძალაუფლების განმტკიცებისათვის გამოეყენებინა,
დაეპირისპირებინაისინი მსხვილი ფეოდალების სეპარატისტული ტენდენციებისათვის. ოსები,
ამ მხრივ, მეფისათვის საიმედო დასაყრდენი შეიძლება ყოფილიყვნენ, რადგანაც თავადაც საჭიროებდნენ
მფარველს. ასეთი მფარველი კი შექმნილ სიტუაციაში მხოლოდ სამეფო ხელისუფლება შეიძლება
ყოფილიყო. რა თქმა უნდა, გამორიცხული არაა, რომ ქართლში გადმოსახლებული ოსებიც სხვადასხვა
ინტერესების მქონე საზოგადოებრივი ფენისგან შედგებოდა. მოკავშირეთა არჩევისას კი ეს
ინტერესები აუცილებლად იჩენდა თავს. ამასთანავე, ორივე მხრიდან ამა თუ იმ საზოგადოებრივი
ჯგუფის ან კლასის ინტერესი იცვლებოდა სხვადასხვა ფაქტორთან მიმართებაში. მაგალითად:
თუ საქართველოში გადმოსახლებული ფარეჯან ოვსთა მთავარი დავით მეფეს ერთგულებდა, მისი
ძმა ბაყათარი, მე-13 საუკუნის მიწურულსა და მე-14 საუკუნის დამდეგს, აქტიურ საქმიანობას
აჩაღებდა ქართლში ოვსთა სამოქმედო არეალის გასაფართოებლად. იგი მოხერხებულად სარგებლობდა
ერთის მხრივ, მონღოლებსა და დავით მეფეს შორის
არსებული დაძაბული ურთიერთობით, მეორე მხრივ, კი ქართულ ფეოდალურ წრეებს შორის არსებული
წინააღმდეგობებით. ოსების მომძლავრებას ქართლში, მონღოლებს მიაწერს ნ. ბერძენიშვილიც.3
-----------------------
1. ნ.ასათიანი, გ.ოთხმეზური,
მ.სამსონაძე, გ.ჯამბურია. „ საქართველოს ისტორია“ ტ. მე-3
2. ჟამთააღმწერლის თხზულება, „ქართლის ცხოვრება“ ტ. მე-3
3. ნ. ბერძენიშვილი „საქართველოს
ისტორიის საკითხები“ ტ. მე-2
ზ. ჭიჭინაძის
აზრით, თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, საქართველოში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ისინი ოსებს ვეღარ მფარველობდნენ. ოსეთიდან დაბრუნდნენ
მასწავლებლებიც, რომლებიც ოსებს ქართულ წერა-კითხვასაც ასწავლიდნენ და ხელოსნობასაც.
ქართველებთან დაშორებამ ოსები მეტად ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო. ოსებმა „ვერ გამოიჩინეს
შნო და ოსთა საუბედუროდ ისე მოეწყო მათი საქმე, რომ ქალი და კაცი ფეხშიშველი დადიოდა
სულ ძველს ჩულებში. ძალიან რომ გაუჭირდათ, ქართლში იწყეს გადმოსვლა და ქართველების
ცარცვა-გლეჯა“. 1ქართველი ხალხი მეტისმეტად შეწუხებულან ოსთა ბოროტებისაგან,
მაგრამ მაინც ყველაფერს უთმენდნენ და პატიობდნენ, რადგან ძალიან ებრალებოდათ. თუმცა
რაც უფრო გადიოდა დრო, მათი ქმედებები უფრო და უფრო თავხედური გახდა. როდესაც
გიორგი ბრწყინვალე გამეფდა, მოხდა ის, რომ ოსებს ქართლში კარგი დღე არ დაუდგა.
მთელი ქართლის სოფლებიდან ოსები აჰყარა, ქართველთაგან მითვისებული სახლები წაართვა
და თავიანთ წინანდელ პატრონებს დაუბრუნა. ოსები ქართლიდან გააძევა და უფრო მეტიც, თავისი
ჯარით შუაგულ ოსეთამდე მიჰყვა და პირობა ჩამოართვა:
ქართლს აღარ შემოესიოთ, თორემ სასტიკად დაგსჯითო. ოსებმა პირობა დაუდეს მეფეს და თან
თხოვნა გაუბედეს: ოსებს ჩვენს ქვეყანაში არა გვყავს არც ხაბაზები, არც მეჩუსტე, მეწუღე,
მექალამნე, არც ჭონი, თერძი, ფეიქარი და დალაქი. „ ეგება გვიშველოთ თქვენ, თბილისიდან
გვიბოძოთ თქვენი სამ-სამი კაცი თითო ხელობისაო“ .2 მეფე გიორგიმ თბილისიდან
წამოიყვანა ხელოსნები, გაუხსნა სახელოსნოები და დაამკვიდრა იქ. ამგვარად შემოსა ტიტლიკანა
და ფეხშიშველა ოსები. ამის შემდეგ, გიორგი ბრწყინვალე ეწვია თუშ-ფშავ-ხევსურ-მოხევეებს,
აუწყა ოსების დამარცხება. საკუთრებაში გადასცა საცხოვრებელი სახლები, ამათვე დაუწერა
„ძეგლისდება“ და ამის სანაცვლოდ მათ დაავალა გზების დარაჯობა, რომ ოსები აღარ შემოიპარონ
ქართლშიო. ამის შემდეგ თითქმის ორი საუკუნე, არც ქართლში, არც იმერეთსა და კახეთში
ერთი ოსის ფეხი აღარ შემოსულა.
თუმცა,
ზ. ჭიჭინაძის თქმით, მე-16 საუკუნის ბოლოს
ოსები ქართლში ისევ ჩამოსახლდნენ.
იგი საუბრობს მიზეზებზე, რომლებმაც განაპირობეს ოსების მიგრაცია.3
მე-15 საუკუნეში ოსებს მარცვლეულიდან მხოლოდ ქერი მოჰყავდათ. არც ბრინჯი, არც ხორბალი
არ იცოდნენ. ქერისგან ხდიდნენ ლუდს, არაყს და ამით ირჩენდნენ თავს. ღვინის დაყენება
და მებაღეობა მათთვის უცხო ხილი იყო. მოხდა ისეთი უბედურება, რომ ოსეთში 1580 წლიდან
მოყოლებული რამდენიმე წელი სტიქიურმა უბედურებებმა ქერის ყანები მოსპო და ოსები განსაცდელში
ჩააგდო. ოსეთში ჩამოვარდა დიდი შიმშილი. მარტო ბალახით იკვებებოდნენ. „ მრავალი გაწყდა
მკვდრების დამმარხავიც არავინ იყო“. 1 ამ
გარემოებამ ოსებზე გავლენა იქონია. მათი ნაწილი გადასახლდა შირვანში, მეორე ნაწილი_ჩერქეზეთსა და ერთი ნაწილიც_ ქართლში. გადახვეწილები ყველგან
მათხოვრობდნენ. მაგრამ შირვანში, ლეკეთსა და ჩერქეზეთში
ოსები ბევრს ვერაფერს შოულობდნენ. ქართლში კი იმდენს იღებდნენ, რომ თვითონაც
ყოფნიდათ დღიურ საზრდოდ და ოჯახშიც მიჰქონდათ. რაც დრო გადიოდა,
______________
1.
ზ.ჭიჭინაძე: „ოსების ჩამოსახლება ქართლის ქართველების
ამაგი და ღვაწლი მათზე“.
2.
ზ.ჭიჭინაძე
, დასახ. ნაშრომი
3.
იგივე
ქართლის სოფლები გაივსო მათხოვარი ოსებით. ამ გარემოებამ
საქმე იქამდე მიიყვანა, რომ ქსნისა და არაგვის ერისთავებმა მათხოვარ ოსებს ჰკითხეს
მიზეზი ასეთი სიგლახაკისა. ოსებმა აუწყეს ყველაფერი. ეს ამბავი ერისთავებმა და მაჩაბელმა
მოახსენეს სიმონ მეფეს(იგულისხმება ქართლის მეფე სიმონ პირველი(1556-1600წწ.) ავტ.).
მეფემ ერისთავებს ნება მისცა: რაკი ოსები ასეთ გაჭირვებაში ყოფილან, დასახლდნენ ქართლშიო.
_
რ.თოფჩიშვილის მოსაზებით, ოსები ქართველთა უშუალო მეზობლებად
მე-13-მე-14 საუკუნეებიდან გვევლინებიან. მე-14 საუკუნეში ოსთა ერთმა ჯგუფმა, ისარგებლა
საქართველოს დასუსტებით და მონღოლთა მხარდაჭერით, შიდა ქართლში დასახლდნენ. შემდეგ,
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს ჯგუფი გიორგი მეხუთემ განდევნა საქართველოდან, ჩაკეტა ოსეთიდან
საქართველოში შემოსასვლელი კარი და ამით კარგა ხნით შეჩერდა ოსების მიგრაცია. ხოლო
საქართველოს ისტორიულ პროვინციაში დვალეთში ოსების შესახლების შედეგად, მე-17 საუკუნეში
მოხდა ოსების მიერ დვალეთის ასიმილაცია. რაც შეეხება დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე
ოსთა პირველი დასახლებები ჩნდება თრუსოსა(მდ. თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში(მდ.დიდი ლიახვის სათავე). ოსების
აქ დასახლება, ჩრდილო კავკასიის მთიანი ხეობებიდან, მე-17 საუკუნის შუა ხანებში განხორციელდა.
მთელი რიგი საისტორიო მონაცემებით, მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიანეთი
ნასოფლარებით იყო მოფენილი. აქედან აყრილი მოსახლეობა ბარში იყო საცხოვრებლად წასული.
ამ პერიოდში ისინი თანაცხოვრობდნენ ადგილზე დარჩენილ მცირერიცხოვან ქართულ მოსახლეობასთან
ერთად. მთელი მე-18 საუკუნის მანძილზე, ოსები
შიდა ქართლის მთისწინეთში ფაქტობრივად არ ცხოვრობენ. ოსთა მიერ ამ სოფლებში(უფრო კი
ნასოფლარებში) ჩასახლება იწყება მე-18 საუკუნის ბოლოს და მე-19 საუკუნის დასაწყისში.1
დასავლეთ
საქართველოში ოსური მოსახლეობის ინფილტრაციის საკითხებს შეეხო ქართველი ეთნოლოგი გ. ჩიქოვანი. იგი შეეცადა გარკვეული წარმოდგენა
შეექმნა რაჭაში ოსების ჩამოსახლების პერიოდის, მარშრუტების, ქართულ-ოსური ურთიერთობების
ასპექტებზე. მისი, აზრით, საქართველოში ოსთა ჩამოსახლების სამი გზა არსებობდა: ერთი,
როცა იმიერკავკასიიდან წამოსული ოსები საქართველოს მთიანეთში თვითნებურად, ძალით იკავებდნენ
ადგილს; მეორე, როცა ქართველი მეფე ან თავადი თვითონ ასახლებდა მათ; მესამე, როდესაც
ეკონომიკური პირობებით შეწუხებული ოსი გლეხი ნებით ეყმობოდა ქართველ თავადს. რაც შეეხება
ზემო რაჭის ტერიტორიას, აქ მკვლევარმა ოსთა ჩამოსახლების ორი გზა და მეთოდი დაადგინა:
ერთი, თვითნებური, როდესაც ჩრდილო ოსეთის მამისონის ხეობიდან, ასევე დასავლეთ სქართველოს
კუდაროს მხრიდან გადმოსულმა ოსებმა,ქართველებისაგან დაუკითხავად, აითვისეს მდინარეების:
ჭანჭახისა და ღარულას სათავეები და დააარსეს სოფლები: ღურშევი( დაახლ.მე-19 საუკუნის
20-იან წლებში) და კვაჟა/ კოზი (მე-20 საუკუნის დასაწყისში). აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ ქართველების მხრიდან
1.
იგივე
წინააღმდეგობას
არ წაწყდომიან; მეორე, კუდაროელი ოსები იჯარით იღებდნენ მიწას ქართველი აზნაურებისაგან,
თანდათანობით ფეხს იკიდებდნენ მდ. სონტარულას ხეობის სათავეებში, რის შედეგადაც დაარსდა
ორი ოსური სოფელი: გადამში და ჭვებერი.1
ოსური
მოსახლეობის ქართულ მთიანეთში დამკვიდრების პროცესი, ზოგჯერ ერთგვარ შუალედურ ეტაპადაც
კი გვევლინება, მათი საქართველოს ბარის რეგიონებში შემდგომი სვლისათვის. ბ. გამრეკლიძის
დაკვირვებით, 1886 წელს, კუდაროს ხეობაში 281 ოსური ოჯახი იყო, თუმცა ისინი მალევე
ტოვებდნენ ამ ადგილებს და საქართველოს სხვა ადგილებში მიდიოდნენ. სანაცვლოდ კი ჩრდილოეთიდან
ოსების ახალი ტალღა შემოდიოდა.
მე-20
საუკუნის ოს მკვლევართა დიდი ნაწილი ოსთა მიგრაციის „უძველეს დროდ“, მე-3-მე-4, ან
მე-6-მე-7 საუკუნეებს მიიჩნევდა, სხვები მონღოლთა გაბატონების პერიოდს. ზოგი ამას მე-15- მე-16 საუკუნეებით განსაზღვრავს.
ქართველი და რუსი მეცნიერების ნაწილის კვლევათა შედეგები მიუთითებენ, რომ ქართლის მთიანეთში
ოსების ძირითადი დასახლება მე-17 საუკუნეში მოხდა, ხოლო დასავლეთ საქართველოში მიგრაცია
მე-18 საუკუნეში მიმდინარეობდა. ცნობილი ოსი მეცნიერი ვ. აბაევი წერდა
, რომ ოსები ქსნის ხეობაში ბოლო 200 წლის მანძილზე არიან ჩამოსახლებული.2
მე-20 საუკუნის ბოლო ხანებში ოსი
ავტორები ახალ მითებს ქმნიან სამხრეთ ოსეთის ისტორიის შესახებ. მაგალითად: ა. ჩოჩიევმა
რომელიც შეეცადა ოსთა კავკასიასა და საქართველოში ავტოქტონობის დამტკიცებას, ბრძანა,
რომ ოსები არიან „ არიის“ შთამომავლები. სწორედ ამ „არიელ ქურუმთა“ წრიდან იყო გამოსული
კიევის რუსეთის დამაარსებელი ოლეგ რიურიკი.
უფრო მეტიც, ას-ალანებმა დააარსეს ქალაქები კიევი და მოსკოვი.
სამხრეთ
ოსეთის როლის გადიდების მიზნით, ცხინვალი გამოცხადდა არა მარტო არიელების უძველეს საკულტო
ქალაქად, არამედ უძველესი რელიგიური პროცესების ეპიცენტრად: ოსეთის მთებში იყო განმარტოებული
იესო ქრისტე. ნართიადა ანუ „ას-ალანების“ ბიბლია უძველესი წიგნია მსოფლიოში. რაც შეეხება
მ. ბლიევს, იგი აცხადებს, რომ ქართველი წარჩინებულების უმეტესობა ოსური წარმომავლობის
იყო. ოსთა დახმარებით გაიმარჯვეს ფარნავაზმა და ქუჯიმ; ოსები ბატონობდნენ საქართველოში
ვახტანგ გორგასლის გამეფებამდე; იგი საუბრობს ქსნის ერისთავების ოსურ წარმომავლობაზე,
დავით სოსლანის მიერ
ფაქტობრივად ოსური სახელმწიფოს შექმნაზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ავტორის აზრით, ოსური
ეთნიკური ელემენტი აღმოსავლეთ საქართველოში ყოველთვის არსებობდა და უფრო მეტიც, ქართველები
მუდმივად ავიწროებდნენ და აკაბალებდნენ მათ.
_____________
1.
რ.თოფჩიშვილი „საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა
ქართლის ეთნოისტორიის საკითხები“
2.
გ. ჩიქოვანი „დასავლეთ საქართველოში ოსთა ჩასახლების
საკითხისათვის(რაჭა)
„სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული ერთეულის ისტორია
„სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული ერთეულის ისტორიაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
უნდა ითქვას, რომ მე-19 საუკუნემდე ოსეთთან დაკავშირებით, წერილობით წყაროებში განსაზღვრება
„ჩრდილოეთი“ ან „სამხრეთი“ არ ფიქსირდება. ეს ტერმინი მხოლოდ საქართველოს რუსეთთან
შეერთების შემდეგ გაჩნდა. ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“
პირველად გვხვდება 1830 წელს, გაზ.„Тифлисские
ведомости“-ს პუბლიკაციათა სერიაში, ამავე პერიოდის
ოფიციალურ დოკუმენტაციაში კი ოსები „კავკასიის მთიანეთის სამხრეთით მდებარე ჩრდილოეთ ქართლის ოსებად“ იწოდებიან.
კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტების თორმეტტომეულში თავმოყრილ 1864-1917 წლების ქართულ, რუსულ, თურქულ და სპარსულენოვან უამრავ დოკუმენტში ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ მხოლოდ ერთხელაა ნახსენები, 1852-1915 წლების ქართული პერიოდული გამოცემების ფურცლებზე კი სულ ორჯერ გვხვდება. 1
იმპერატორისადმი გაგზავნილ რაპორტებში
რუსი სამხედროები მდ.ლიახვის მთიანი რეგიონების ოსებით დასახლებულ ტერიტორიას უწოდებენ
„ოსეთს“, „Грузинская осетия“- ს, „
Карталтинская осетия“ -ს. შემდეგ კი გაჩნდნენ ტერმინები „Южная осетия“
და „Северная осетия“. მე-19 საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს ტერიტორიაზე „Осетиский округ“-ი
დაწესდა.
1922 წელს, საჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ
მიზნად დაისახა ავტონომიური ერთეულების მოწყობა. ჯერ კიდევ, 1921წლის, 6-8 სექტემბერს
(ანუ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა
და ანექსიის შემდეგ) ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“რევკომისა და პარტკომის გაფართოებულმა
სხდომამ მიიღო დადგენილება საქართველოს შემადგენლობაში „ სამხრეთ ოსეთის სოციალისტური
საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის შესახებ.ეს პროექტი იმდენად აბსურდული იყო, რომ იგი ოსი სეპარატისტების მფარველმა და წამქეზებელმა
რუსეთის კომუნისტური პარტიის კავკასიის ბიურომაც კი უარყო. ამ უკანასკნელმა მიზანშეწონილად
და შესაძლებლად სცნო საქართველოს შემადგენლობაში მხოლოდ „ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის“ შექმნა. ასეთი
ავტონომიური ოლქის შექმნა ოფიციალურად 1922 წლის 20 აპრილს გამოცხადდა.
მასში
ოსურ სოფლებთან ერთად გაერთიანდა 40 ქართული სოფელი და 1 ქალაქი ცხინვალი, რომელშიც
20 ათასი ქართველი იყო და მხოლოდ 1100 ოსი.2
ოლქის სეპარატისტული ძალები კი, საიმპერიო ცენტრის წაქეზებით, ახალ-ახალ პრეტენზიებს
აყენებდნენ.ისინი განსაკუთრებით გააქტიურდნენ 1924 წლიდან, როცა რუსეთის ფედერაციის
შემადგენლობაში „ ჩრდილო ოსეთის „ ავტონომიური ოლქი შეიქმნა. 1925 წლის იანვარში „
ჩრდილო ოსების“ საბჭოების პირველ ყრილობაზე
დაისვა საკითხი ორი ოსური ოლქის გაერთიანების შესახებ. „სამხრეთ ოსების“ საბჭოების
მე-5 ყრილობამ მოიწონა ეს აზრი და დაადგინა, რომ გაერთიანებული
ოსეთი მთლიანად საქართველოს შემადგენლობაში შესულიყო. ეს გეგმა ერთხმად მოიწონეს საქართველოს
და ამიერკავკასიის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტებმა.
მაგრამ,
როგორც კი გაირკვა, რომ ეს გაერთიანება საქართველოში უნდა შესულიყო, საიმპერიო ცენტრის
პოზიცია რადიკალურად შეიცვალა. სწორედ ეს გახდა ოსური ოლქების გაერთიანების ჩაშლის
ძირითადი მიზეზი. რუსეთს მთელი ჩრდილო კავკასია თავისად მიაჩნდა. ამიტომ, ცხადია, მან
გადაწყვიტა, ჩრდილო ოსეთი გაერუსებინა, ხოლო ე. წ. „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს წინააღმდეგ
მიმართულ „შენელებული მოქმედების ნაღმად“ დაეტოვებინა.
1
ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნა იყო ხელოვნური აქტი
და ამის მთავარი მიზეზი იყო
ოსების ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ 1918-1921 წლებში. სსრკ-ის სხვა ავტონომიური ოლქებისაგან და რსფსრ-ში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკებისაგან
განსხვავებით, სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ოსები ქართველებთან შედარებით, მნიშვნელოვანი პრივილეგიებით სარგებლობდნენ. მათ გააჩნდათ ყველა საჭირო პირობა ეროვნული კულტურისა და ეკონომიკური განვითარებისათვის: სახელმწიფო სტრუქტურებში უმეტესად ოსი ეროვნების პირები იყვნენ დაკავებული; სკოლებში ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა; ე.წ.
„სამხრეთ ოსეთში“ ფუნქციონირებდა ცხინვალის სახელმწიფო თეატრი ქართული და ოსური დასებით;
ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართულ-რუსულ-ოსური სექტორებით; საქართველოს მეცნიერებათა
აკადემიის ფილიალი, სადაც მომზადდა ოსური ლიტერატურის ისტორია, ოსური ენის განმარტებითი
ლექსიკონის მრავალტომეული (რაც არ გაკეთებულა მათ ისტორიულ სამშობლოში) და სხვა. ყოველივე ამის შედეგად, საქართველოში ოსთა ეთნიკურობა უფრო შენარჩუნდა, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც ისინი პრაქტიკულად გარუსების გზას დაადგნენ.2
საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ოსების რაოდენობა
საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 164 ათას სულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესი ნაწილი, დაახლოებით 100 ათასი, ე.წ. ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში ცხოვრობდა.
ფართობი: 3,8
ათასი კმ2(საქართველოს ტერიტორიის 5,4%) მოსახლეობა 1981 წლის აღწერით
_97,4 ათასი კაცი.ცენტრი: ქ.ცხინვალი. სამხრეთ ოსეთში იყო ოთხი ადმინისტრაციული რაიონი:
ზნაურის, ლენინგორის(ახლა ახალგორის), ცხინვალისა და ჯავის. ერთი საოლქო დაქვემდებარეობის
ქალაქი ცხინვალი. ოთხი დაბა: ზნაური, კვაისა, ლენინგორი(ახალგორი), ჯავა.
სამხრეთ ოსეთის
აო იყო ეროვნული ტერიტორიული ერთეული, რომელიც შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში
ადმინისტრაციული ავტონომიის უფლებით. აო-ს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანო აო-ს სახალხო
დეპუტატთა საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისგან შედგებოდა და ირჩევდა თავის აღმასრულებელ
კომიტეტს. ამას არეგულირებდა საქართველოს სსრ კონსტიტუციის მე-7 კარი. 3
________________
1.
ინტერნეტი
2.
ა.ბენდიანიშვილი, ა.დაუშვილი, მ.ნათმელიძე „ საქართველოს ისტორია“ ტ. მე-4
დავკარგეთ... დროებით... ვაი, თუ არა?
საქართველოს დამოუკიდებლობის
გამოცხადების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მხრიდან დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის
კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩოვის მუქარა ზ. გამსახურდიასადმი: „ საქართველოს საბჭოთა კავშირიდან
შეუძლია გავიდეს, მაგრამ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო
ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა
ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები, როგორც ოსეთში, ისე, აფხაზეთში.
1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური
ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ, წაქეზებულმა აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ლოზუნგით:
„ საქართველო მცირე იმპერიაა“, მიიღო დადგენილება ოლქის „ სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ
რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს
პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს.
მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭომ მე-15 სესიამ
ძალაში დატოვა გადაწყვეტილება. აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის
აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოს და ადგილობრივი
საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები
დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა
საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება:
„ გაუქმდეს
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური
ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“
და აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის,1990 წლის
2 დეკემბერს არჩევნების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის
მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე, სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს
სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას.“ 1
საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მოწოდებით მიმართა სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს, განსაკუთრებით
კი ოსი ეროვნების მოქალაქეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება,
სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული
ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად
მძიმე შედეგი მოჰყვეს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებდა, რომ იგი
განუხრელად იბრძოლებდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის.
ამასთან ერთად, იგი ადასტურებდა, რომ კვლავაც დაიცავდა საქართველოში მცხოვრები ყველა
ეროვნული
___________
1.
ნ.ასათიანი, მ.ლორთქიფანიძე, ფ.ლომაშვილი და სხვ. „საქართველოს
ისტორია“ მე-9 კლასის სახელმძღვანელო
2.
ა.ბენდიანიშვილი,
ა.დაუშვილი, მ.ნათმელიძე : „საქართველოს ისტორია“ ტ.მე-4
3. ინტერნეტ-გვერდი: „ვიკიპედია“.
უმცირესობის უფლებებს, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო
პრინციპების შესაბამისად. მიუხედავად აღნიშნულისა,მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები
აგრძელებდნენ თავის ქმედებებს, ქვეყნის ტერიტორიული
მთლიანობის შენარჩუნების მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი: „ სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება _ „ქ.ცხინვალისა და ჯავის რაიონის
ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“.
კრემლის მიერ
ინსპირირებული საომარი მოქმედებების საპასუხოდ გაისმა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის
ზ.გამსახურდიას მოწოდება ოსი ხალხისადმი: „ ...ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი
დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ,
სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით
არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი
პირობაა ყველა უკანონო შეირა-
ოსებისათვის შენარჩუნებულ იქნება კულტურული ავტონომიის
ყველა უფლება...მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი
და სისხლისღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს.“1
კონფლიქტის მოგვარების მიზნით, 1991 წლის 23 მარტს, საქართველოს ტერიტორიაზე,
ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. მოლაპარაკების დროს, შეთანხმდნენ აღნიშნული
ვითარების
შემსწავლელი
კომისიის შექმნის თაობაზე. ამ მოლაპარაკების ამსახველ დოკუმენტში რამდენჯერმე არის
ნახმარი ფრაზა: „ყოფილი სამხრეთ ოსეთი“. უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში საერთოდ არ ფიგურირებს ფრაზა: „სამხრეთ ოსეთი“, როგორც არსებული სუბიექტი.
_ ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა.
1992 წლის 19 იანვარს ოსური მხარის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ
მოაწყო რეფერენდუმი, რომელმაც მხარი დაუჭირა სამხრეთ ოსეთის საქართველოსგან გამოყოფის
და რუსეთთან შეერთების იდეას. აღსანიშნავია, რომ ეს რეფერენდუმი ჩატარდა ჩრდილო ოსეთის
ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და მასში მონაწილეობა არ მიუღია რეგიონის ქართულ
მოსახლეობას.1
1992
წლის 24 ივნისს დაგომისში შეთანხმებას „ ქართულ-ოსური
კონფლიქტის მოგვარების პრინციპების შესახებ“, ხელი მოაწერეს საქართველოსა და რუსეთის
ლიდერებმა: ე. შევარდნაძემ და ბ.ელცინმა. დაგომისის
შეთანხმებით გადაწყდა:
ცეცხლის
შეწყვეტა კონფლიქტის ზონაში და შეიარაღებული ფორმირებების დაშორიშორება, შეიქმნა საკონტროლო კომისია(შსკ)
კონფლიქტში ჩართული მხარეების მონაწილეობით, შსკ-ს წინაშე დასმული ამოცანების შესასრულებლად
შეიქმნა შერეული სამშვიდობო ძალები ( რომელიც შედგებოდა ქართული, რუსული და ჩრდილო ოსური
ბატალიონებისაგან).
_______________
1.ინტერნეტი
კონფლიქტის დაწყებამდე
(1989 წლის აღწერის მონაცემებით) საქართველოში ცხოვრობდა 164 100 ოსი ეროვნების მოქალაქე.
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდა 65 000 ოსი, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე
_98 000 . სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მოსახლეობის (დაახლოებით 99000 ადამიანი)
ეთნიკური შემადგენლობა იყო ასეთი: 66,2 % ოსი, 28,9 % _ქართველი, 2,2% _რუსი, 1 %
_სომხები.
კონფლიქტის შედეგად დაიღუპა დაახლ. 1000 ადამიანი, უგზოუკვლოდ
დაიკარგა 100 კაცი, დაახლ. 60-100 000 ათას ადამიანს საცხოვრებელი ადგილების დატოვება
მოუხდა.(გაეროს უმაღლესი კომისარიატის მონაცემებით). ომის შედეგად მიყენებული ზარალი
განისაზღვრა 34,2 მილიარდი რუსული რუბლით (დღევანდელი ფასებით 260 მილიონი დოლარი)2
ამის
შემდეგ, უკვე ორ ათწლეულზე მეტია გასული, ჩვენ კი ურთიერთობები ჩვენს მოძმე ოსებთან
დღემდე ვერ მოგვიგვარებია. ბევრჯერ გაიმართა შეხვედრები, როგორც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის
რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობასთან, ისე რუსეთის ხელისუფლებასთან, კონფლიქტის მოგვარებაში
ჩაერთნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც (გაერო, ეუთო, ევროსაბჭო),
მაგრამ ჩვენთვის მისაღები შედეგები არ მოჰყოლია.
2006 წელს საქართველოს
მაშინდელი პრეზიდენტმა თავის ყოველწლიურ ანგარიშში აღნიშნა, რომ არავითარი ეთნიკური
კონფლიქტები საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არა აქვს, არამედ ეს არის ტერიტორიული
კონფლიქტები, რომლებიც პოსტ-იმპერიული სივრცის ტერიტორიების გაყოფასთანაა დაკავშირებული.
მანვე დააყენა საკითხი ტერმინის „სამხრეთ ოსეთის
ავტონომიური ოლქის“ ჩანაცვლების შესახებ სხვა ტერმინით: „ცხინვალის რეგიონი“, პარლამენტმა
ეს საკითხი მიიღო 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილებით. 1
2008 წლის 6 აგვისტოს სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქართულ სოფლებს. რუსეთისათვის
ნათელი იყო, რომ მიუხედავად საქართველოს დსთ-ში ყოფნისა, საქართველო მიისწრაფვოდა ნატოსაკენ
ანუ ევროპისაკენ.
2008
წლის აპრილში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ს. ლავროვმა განაცხადა, რომ „რუსეთი
გააკეთებს ყველაფერს, რათა არ დაუშვას უკრაინის
და საქართველოს ნატოში შესვლა“.2
ამის შემდეგ რუსეთმა ოსებთან ერთად,
ყველა ღონე იხმარეს კონფლიქტის ხელახლა გასაჩაღებლად. დაიღუპნენ ადამიანები. ცეცხლი გაუჩნდა
ბორჯომისა და ატენის ტყეებს, დაიწვა უნიკალური ჯიშის ნარგავები.
საფრანგეთის
პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამდგომლობით 2008 წლის 12-14 აგვისტოს ხელმოწერილი იქნა
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, საქართველოსა და რუსეთს შორის. თუმცა რუსეთმა
დაარღვია ამ შეთანხმების პუნქტები და არ გაიყვანა ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ 2008 წლის 25 აგვისტოს მიიღო დადგენილება, რომლითაც
რუსეთის პრეზიდენტს შესთავაზა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
_________________
1.
ინტერნეტი
2.
ინტერნეტი
2008
წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება აფხაზეთის და
სამხრეთ ოსეთის
დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მათთან დიპლომატიური
ურთიერთობების დამყარება დაავალა.
ამის
საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა რუსეთის შეიარაღებული ძალებისათვის სამშვიდობო
სტატუსის მიმნიჭებელი ყველა ხელშეკრულება, გააკეთა განცხადება დსთ-დან გამოსვლის შესახებ
და 2 სექტემბერს
გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან.
საქართველოს
პარლამენტის მიერ 2008 წლის 23 ოქტომბერს მიღებული ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
კანონის შესაბამისად, ცხინვალის რეგიონი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად
გამოცხადდა.1
დასკვნა
.... შედეგი?
რა მივიღეთ ყველაფერ ამის შედეგად? ისევ ნგრევა...
კიდევ უფრო მეტი დაკარგული ტერიტორია...მავთულხლართებით გამიჯნული საქართველო... არადა,
შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო... ისევე, როგორც თამარ მეფის დროს...
რა გვეშველება?
ამ კითხვაზე ჩემი ყოფილი მოსწავლის, ამჟამად ქ.ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის ნანა რობაქიძის წერილით
გიპასუხებთ, რომელიც მან
ვირტუალურ ოს მეგობარს ფატიმას მისწერა:
"მინდა შენ მოგმართო, ჩემო ოსო მეგობარო( ვიცი,
რომ თუ ერთმანეთს ახლოს გავიცნობთ, აუცილებლად დავმეგობრდებით)_ფატიმა!
მაინტერესებს, მშობლები რას გიყვებიან საქართველოს
შესახებ? აქ ხომ ისინი არაჩვეულებრივად, ქართველებთან შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ? მე უკვე ვისწავლე და ალბათ, შენც ისწავლიდი ისტორიის
იმ ნაწილს, სადაც საქართველოს და ოსეთის შესახებაა მოთხრობილი. მე ყველაფერი გავიგე
წარსულის შესახებ, იმედია შენც... მაგრამ, რა ვიცი... იქნებ შენ მანდ სხვანაირად გასწავლიან....
იქნებ,
ჩვენ შევცვალოთ ყველაფერი… ეს, შეიძლება ჩვენმა
თაობამ მოაგვაროს!.. სხვა გამოსავალი არა გვაქვს. ჩვენ ხომ ქრისტიანები ვართ, ერთმანეთს
უნდა მივუტევოთ, ვაპატიოთ და შევრიგდეთ! უფლება
არ გვაქვს, ასე არ მოვიქცეთ!
ქართველებსა და ოსებს ერთმანეთზე ახლობელი და ძვირფასი არავინ არა ჰყავთ.
დარწმუნებული ვარ, უბრალო ოსი ხალხიც იზიარებს
ამ აზრს. ან კი რატომ უნდა ვხოცავდეთ ერთმანეთს?
რა გავაქვს გასაყოფი? საქართველო ჩვენი სამშობლოა,
ჩვენი: ოსების, ქართველების, აფხაზების, სომხების, აზერბაიჯანელების, ბერძნების და
სხვათა. უმიზნო და უმიზეზო ჩხუბს და ჩვენი სამშობლოს დასუსტებას სჯობს ერთად ვიშრომოთ, ვიღვაწოთ და გავაძლიეროთ
საქართველო!"
____________________
1.
ინტერნეტი.
No comments:
Post a Comment